აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუმინეთის დედაქალაქში CET Vest-ის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მდებარე CET Vest-ის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი ორ ელექტროტრანსფორმატორს გაუჩნდა, თუმცა შემდეგ მესამეზეც გავრცელდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ხანძარმა ბუქარესტის რადემდენიმე რაიონში 3 000-ზე მეტ სახლში ცხელი წყლის მიწოდება შეაფერხა.

როგორც მედია წერს, თბოელექტროსადგური ჯერჯერობით მუშაობას ვერ განაგრძობს, მის ფუნქციას დროებით სხვა სადგური შეასრულებს.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მიწოდება 21 აპრილის საღამოსთვის აღდგება, თუმცა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზიანებული აღჭურვილობის სრული შეკეთება ერთ წლამდე გაგრძელდება.

წინასწარი შეფასებით, ხანძრის მიზეზი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ქვესადგურში ელექტრული გაუმართაობა გახდა.

იტვირთბა....