საზოგადოება

„ყოველი დღე არის უარესი და უარესი“: მერაბ სეფაშვილი უსამსახუროდ დარჩა

 

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, უსამსახუროდაა დარჩენილი და მისი ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოეთში ჩატარებული კონცერტებია:

“ჩვენი საქმით რთულია არსებობა. მომღერლის პროფესია დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. ქვეყანაში კი დიდი უძრაობის ხანაა, ყოველი დღე არის უარესი და უარესი. მე – კარგი, მეტ-ნაკლებად ვმუშაობ საზღვარგარეთ, მაგრამ ახალგაზრდებმა რა უნდა ქნან? ჩემ ირგვლივ ყველა უმუშევარია. ჩვენი ქვეყნისთვის შოუბიზნესი პრიორიტეტული და საჭირო არ არის.

ახლა სტაბილურად სად მღერით?

– აღარსად. ერთ-ერთ კლუბში ვმღეროდი, მაგრამ ვეღარ

მუშაობს და მეც აღარ ვმღერი. გაიარეთ გარეთ, ნახეთ, რა სიტუაციაა, ყველგან წერია: “ლიკვიდაცია”, “იყიდება”, “გირავდება”…

პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებთ?

– ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ეს არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს მაინტერესებდა.

ამ მთავრობისგანაც მიიღეთ შემთავაზება?

– არა, ამ მთავრობაში მომღერლები არ სჭირდებათ. შემოთავაზება რომც მიმეღო, არც მათ დავთანხმდებოდი, რადგან, ვიმეორებ, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.“ – აცხადებს სეფაშვილი.

იტვირთბა....