ირანში მამაკაცი, რომელიც 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციების დროს მეჩეთის დაწვის ბრალდებით დააკავეს, სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan წერს, რომ ამირალ მირჯაფარს ბრალად ისრაელის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ქსელის ლიდერობაც ედებოდა.
მედიის ცნობით, მისი სიკვდილით დასჯა უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და სამშაბათს დილით აღასრულა.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისახელისუფლებო აქციებში გადაიზარდა. როგორც მედია წერს, დემონსტრაციების დროს ასობით აქციის მონაწილე მოკლეს.

