ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა სააღდგომოდ პატიმრები შეიწყალა

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

“თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს 69 პატიმარი გათავისუფლდება. მათგან 10 ქალია და 2 არასრულწლოვანი. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა”, – განაცხადა ქორიძემ.

იტვირთბა....