ირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, დონალდ ტრამპს სურს, „მოლაპარაკების მაგიდა, საკუთარი წარმოდგენით, კაპიტულაციის მაგიდად აქციოს“.
„ჩვენ არ ვიღებთ მოლაპარაკებებს მუქარის პირობებში და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოვემზადეთ, რომ საბრძოლო ველზე ახალი კარტები გამოვაჩინოთ“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.
როგორც „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის გაემგზავრება, თუმცა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს.

