აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ვიმედოვნებთ, დიპლომატია იმუშავებს, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, უკრაინა მომავალ ზამთარს მომზადებული უნდა შეხვდეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მომავალი ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადებას იწყებს.

„ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატია იმუშავებს, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. უკრაინა მომავალ ზამთარს სრულად მომზადებული უნდა შეხვდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„განვსაზღვრეთ ევროკავშირთან მუშაობის ფორმატი უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტის განბლოკვისა და რუსეთზე შეზღუდვების გაგრძელებისთვის. თუ ახალი სანქციები არ იქნება, ეს რუსეთს ომისა და აგრესიის გაგრძელებისკენ უბიძგებს. ევროპამ სისუსტის სიგნალი არ უნდა გაგზავნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კიევში მომხდარი სროლის შესახებ, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ადგილზე მყოფი ორი პოლიციელი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად გაიქცა და მათ ოფიციალურად ბრალი წაუყენეს.

იტვირთბა....