აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბიბისის“ ცნობით, აშშ-ში, ლუიზიანის შტატში სროლის დროს მოკლული რვა ბავშვიდან შვიდი თავდამსხმელის შვილი იყო

აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ შრივპორტში სროლის დროს მოკლული რვა ბავშვიდან შვიდი თავდამსხმელის შვილი იყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შრივპორტის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ბორდელონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი შამარ ელკინსია, რომელმაც შვიდი შვილი და კიდევ ერთი ბავშვი მოკლა, რომელიც მისი ნათესავი არ იყო. ბავშვები ერთიდან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.

ამასთან, ორი ზრდასრული ქალი, მათ შორის ბავშვების დედა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას მანქანით ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის გაანეიტრალეს.

ბორდელონმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პოლიცია მოტივის დადგენაზე მუშაობს.

იტვირთბა....