აშშ-ის დელეგაცია ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში გაემგზავრება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები ორშაბათს საღამოს ისლამაბადში ჩავლენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს დაუდასტურა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
თეირანს ჯერ არ დაუდასტურებია, მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებიან, სანამ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ბლოკადა ძალაში რჩება.

