აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არასდროს დათმობს

არასდროს – ეს ჩვენი განუყოფელი უფლებაა, – ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილმა მეთაურმა, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის იქნება ირანი მზად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დათმოს.

„ირანი გადაწყვეტს გადაადგილების უფლებას, მათ შორის გემების სრუტეში გავლის ნებართვას“, – განუცხადა ებრაჰიმ აზიზიმ BBC-ს.

მისი თქმით, მალე ეს კანონად იქცევა.

„პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, კონსტიტუციის 110-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ეროვნულ უსაფრთხოებას – და შეიარაღებული ძალები აღასრულებენ კანონს“, – აღნიშნა ირანელმა კანონმდებელმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის „მტერთან დაპირისპირების ერთ-ერთი რესურსია“.

იტვირთბა....