აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი სრულად განაახლებს სირიასთან 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმებას და დაიწყებს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს ქვეყნის გარდამავალ ხელისუფლებასთან – “როიტერი“

ევროკავშირი სირიასთან ურთიერთობებს აღადგენს და სავაჭრო და უსაფრთხოების კავშირებს გააძლიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირი სრულად განაახლებს 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმებას სირიასთან და 11 მაისს დაიწყებს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს ქვეყნის გარდამავალ ხელისუფლებასთან.

როგორც მედია წერს, სირია, რომელსაც გასული წლის ბოლოს დასავლეთის სანქციების უმეტესობა მოეხსნა, დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით საერთაშორისო საზოგადოებაში უფრო ფართო ინტეგრაციას ცდილობს.

დოკუმენტში განხილულია ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერების გეგმები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ჩარჩო, კერძო სექტორის დაფინანსების მობილიზება და სირიის ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად რეფორმების მხარდაჭერა ახალი ტექნიკური დახმარების ცენტრის მეშვეობით.

ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი იმუშავებს ხელისუფლებასთან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების „უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების“ ხელშეწყობაზე. ევროპა მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილსა და თავშესაფრის მაძიებელს მასპინძლობს, რომელთა დაახლოებით ნახევარი გერმანიაში იმყოფება.

2024 წლის ბოლოს სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ასადის გადადგომის შემდეგ, ლტოლვილების დაბრუნება ევროპის დედაქალაქებსა და დამასკოს შორის გამართული მოლაპარაკებების უმეტესობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დოკუმენტში ხაზგასმულია სირიის რეგიონულ დამაკავშირებელ პროექტებში ინტეგრირების ამბიციები, მათ შორის ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური დერეფანი, რაც ქვეყანას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების ცენტრად აქცევს.

„როიტერის“ თანახმად, სირია კრიტიკული სატრანზიტო პუნქტი ხდება, განსაკუთრებით ირანის ომის დროს ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.

მედიის ცნობით, 16 აპრილს, სირიის პორტ ბანიასიდან ხმელეთით გადაზიდული ერაყული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა.

იტვირთბა....