რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია უწყების ცნობით, რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სასაზღვრო ზონაში ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელთაგან ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, რადიოლოკაციური სიგნალი ტულჩეის ოლქის დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაიკარგა და რუმინელი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

