შოიგუ ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ დრონებით თავდასხმების გახშირების შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ თავდასხმები ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიის გავლით ხორციელდება. შოიგუს თქმით, ეს შესაძლოა ამ ქვეყნების მხრიდან “აგრესიაში თანამონაწილეობაზეც” მიანიშნებდეს.
“ასეთ სიტუაციაში გამოიყენება გაეროს წესდების 51-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს უფლებას თავდაცვაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს. თუ ეს ქვეყნები გაცნობიერებულად აქცევენ საკუთარ ცას უკრაინული დრონების დერეფნად, რუსეთი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას, რომელიც გარანტირებულია გაეროს წესდებით” – ამბობს სერგეი შოიგუ.

