აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ოდესის ოლქში დუნაის პორტზე მასირებული დარტყმა განახორციელა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 17 აპრილის ღამით ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილზე, მათ შორის დუნაის ერთ-ერთ საზღვაო პორტზე, მასირებული დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძრები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რეგიონი დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატებით დაიბომბა. მისი თქმით, დაზიანდა პორტის, სატრანსპორტო და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ადმინისტრაციული შენობები, ტექნიკა და კონტეინერები. ასევე დაზარალდა მინიმუმ ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

სახელმწიფო საწარმოში „უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაცია“ განმარტავენ, რომ დარტყმა დუნაის პორტზე განხორციელდა, სადაც დაზიანდა ადმინისტრაციული, საწარმოო და სამეურნეო ობიექტები, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ცალკეული მონაკვეთები. უწყების ცნობით, გაჩენილი ხანძრები ოპერატიულად ლიკვიდირებულია და პორტი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობას აგრძელებს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოდესის ოლქის იზმაილის რაიონულმა ადმინისტრაციამაც დაადასტურა. მათი ინფორმაციით, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, საწყობები, ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები. იზმაილის მერის, ანდრეი აბრამჩენკოს განცხადებით, ქალაქზე უპილოტო აპარატებით მასირებული იერიში განხორციელდა. დაზარალებულებს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიმართვას ურჩევენ.

ამასთან, თავდასხმის შედეგად ხანძრები გაჩნდა დუნაის ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზეც. ზარალის მასშტაბი ამ ეტაპზე დაზუსტების პროცესშია

იტვირთბა....