აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებენ

გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერები კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერების ვირტუალურ შეხვედრას უმასპინძლებენ, რომელზედაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხს განიხილავენ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ლიდერები სრუტის ხელახლა გასახსნელად საერთაშორისო მისიას შექმნიან.

დღევანდელ შეხვედრაზე 40-მდე ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების მხარდაჭერას და სრუტეში საზღვაო მარშრუტების ხელახლა გახსნისა და უსაფრთხოების საკითხებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ლიდერები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად უმასპინძლებს, პარიზში ჩავა.

იტვირთბა....