აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე უნდა დასრულდეს

ვიტყვი, რომ ირანში ომი შეუფერხებლად მიმდინარეობს და რომ ის მალე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს.

ცნობისთვის, შაბათ-კვირას ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების საშუალებით მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს, თუმცა დრო და ადგილი ჯერ არ დადასტურებულა.

იტვირთბა....