აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საერთაშორისო დიპლომატიის ფორმატში მიუღებელია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ ოფიციალური მონაცემები დამახინჯებულია” – მაია ბითაძე

საერთაშორისო დიპლომატიის ფორმატში მიუღებელია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ ოფიციალური მონაცემები დამახინჯებულია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემები არ ახლდება. კერძოდ, უწყების ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილი ისევ საქართველოს პრეზიდენტად არის მოხსენიებული, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილია, მაშინ როდესაც მონაცემები შეცვლილია სირიის შემთხვევაში.

„გასაკვირია, რომ საქართველოს შესახებ ოფიციალური მონაცემები დღემდე არ არის შეცვლილი. შეიძლება, ეს ეჭვებს ბადებდეს. საერთაშორისო დიპლომატიის ფორმატში მიუღებელია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ ოფიციალური მონაცემები დამახინჯებულია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

იტვირთბა....