აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის მიმართულებით რაკეტები გავუშვით – ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება – “ჰეზბოლა“ 

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა.

BBC-ის ინფორმაციით, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაჯგუფება აცხადებს, რომ მათი სამიზნე ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქები: კირიათ-შმონა, კფარ-გილადი, მისგავ-ამი და მარგალიოტი იყვნენ.

„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება“, – აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

იტვირთბა....