აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსების თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 ბავშვი – დაშავებულია 45-ზე მეტი

რუსების თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 ბავშვი – დაშავებულია 45-ზე მეტი – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ აფეთქებები იყო პოდილის, ობოლონის, შევჩენკოსა და დესნიანის რაიონებშიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარებიც ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ობოლონის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, დაზიანდა სასაწყობო შენობა და მაღაზიები. დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების 4 თანამშრომელი და 2 პოლიციელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებაზე მივიდნენ.

პოდილის რაიონში ნანგრევებში 2 ცხედარი იპოვეს, მათ შორის იყო 12 წლის ბავშვი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. დრონების ნამსხვრევების შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი. უკრაინული მედია წერს, რომ რუსული თავდასხმის შედეგად კიევში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, საბავშვო მოედნები და ინფრასტრუქტურა.

მსხვერპლია ოდესაშიც, სადაც დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, დაჭრლია 16. ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი იყო.

იტვირთბა....