Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ზავი, შესაძლოა, კიდევ 14 დღით გაგრძელდეს.
გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის შუამავლები ამჟამად აქტიურად მუშაობენ ტექნიკური მოლაპარაკებების გამართვაზე, რათა ყველაზე რთული და პრობლემური საკითხები შეათანხმონ.
პრიორიტეტულია ჰორმუზის სრუტის ნავიგაციის აღდგენა და ირანის ბირთვული პროგრამა.
მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება არცერთ მხარეს არ სურს, ამერიკელი მაღალჩინოსანი ანონიმურობის პირობით აცხადებს, რომ ზავის გაგრძელებაზე საბოლოო დასტური ჯერ არ არსებობს.

