აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე 145 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხდვითაც 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე 145 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.

“დღეს მოვისმინე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მოხსენება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საექსპორტო პოზიციების წინააღმდეგ შორი რადიუსის დრონების გამოყენების შესახებ. კერძოდ, ამ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე – ეს ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრითაა დაშორებული. ჩვენ ომს სახლში, რუსეთში ვაბრუნებთ, და ეს სრულიად სამართლიანია.

დრონები ასევე გამოყენებულ იქნა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ. ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსული დარტყმების საპასუხოდ, ჩვენ ვამზადებთ ჩვენი შორი რადიუსის სანქციებისა და საშუალო მანძილზე დარტყმების სხვა გამოვლინებებსაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ფრონტზე არსებული აქტივობა. ასე მაგალითად, 2026 წლის დასაწყისიდან ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე 145 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა. კერძოდ, განადგურებულია თითქმის 86 ათასი ოკუპანტი, მძიმედ არის დაჭრილი სულ მცირე 59 ათასი, ხოლო ტყვედ აყვანილია 800-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

სუმის ოლქის სასაზღვრო ზოლში ჩვენ ვაღწევთ დასახულ მიზნებს. სხვა მიმართულებებზეც ვაგრძელებთ რუსული ცოცხალი ძალისა და ოკუპანტების ტექნიკის განადგურებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი დრონების ოპერატორებს სიზუსტისთვის. გრძელდება აქტიური მოქმედებებიც, რისთვისაც აღნიშვნის ღირსნი არიან მედესანტეები და მოიერიშეები. მადლობა თითოეულ უკრაინულ ქვედანაყოფს, რომელიც შედეგს აღწევს!“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებაში.

იტვირთბა....