აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ლიდერებს მოუწევთ უპასუხონ ტრამპის იმედგაცრუებას, ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე ალიანსის რეაგირების გამო, ირანთან მოლაპარაკებებში კი მცირე პროგრესია” – მარკო რუბიო

ანკარაში დაგეგმილი სამიტი ნატო-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერების სამიტი იქნება, რადგან ლიდერებს მოუწევთ უპასუხონ ტრამპის იმედგაცრუებას ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე ალიანსის რეაგირების გამო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, დღეს არ გადაწყდება ან არ განიხილება. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია“, – აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, ირანის საკითხზე საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებებში „გარკვეული, მცირე პროგრესი“ შეინიშნება.

„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ მცირედი მოძრაობა შეინიშნება და ეს კარგია. ფუნდამენტური პრინციპები იგივე რჩება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს“, – აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-მა უნდა გადაჭრას მაღალგამდიდრებული ურანის საკითხი და აღადგინოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.

„ირანი ცდილობს შექმნას გადასახადის სისტემა. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ომანი, რომ შეუერთდეს მათ ამ გადასახადის სისტემაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამას უნდა დაეთანხმოს“, – აღნიშნა რუბიომ.

იტვირთბა....