აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში.

“მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ჩვენ ამ სიტუაციით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“ – განაცხადა ფაშინიანმა.

გამოცემა “არმენპრესის” ცნობით, მას კითხვა დაუსვეს კობახიძის განცხადებაზე, რომ “ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, დაგვაპირისპირონ სომხეთთან”.

ფაშინიანის თქმითვე, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას მესამე მხარესთან ურთიერთობასთან არაფერი აკავშირებს. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და მომავალშიც ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იარსებებს“ – განაცხადა ფაშინიანმა.

იტვირთბა....