ევროკავშირი ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ფონზე საავიაციო საწვავის კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ საწვავის დეფიციტი რამდენიმე კვირაში შეიძლება, დაიწყოს და ზაფხულის სეზონამდე მგზავრობა შეაფერხოს.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპა საავიაციო საწვავის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მიწოდების დაახლოებით 75% ახლო აღმოსავლეთიდან მოდის.
გამოცემის მიერ მოპოვებული სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, მაისიდან ევროკომისია ევროკავშირის მასშტაბით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების სიმძლავრეებს შეაფასებს და მათი სრული გამოყენების უზრუნველყოფას დაიწყებს.
ამასთან, საავიაციო საწვავის მიწოდებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

