აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა აშშ-ის ბლოკადისთვის გვერდის ავლა სცადა

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა ამერიკის ბლოკადისთვის გვერდის ავლა სცადა.

„გემი ბენდერ-აბასიდან გავიდა, ჰორმუზის სრუტე გაიარა და ირანის სანაპიროს გასწვრივ აშშ-ის ბლოკადისთვის თავის არიდებას ცდილობდა. სარაკეტო გამანადგურებელმა USS Spruance-მა წარმატებით შეაჩერა გემი, რომელიც ირანისკენ მიემართებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ბლოკადის დაწყებიდან უკან ათი გემი დააბრუნეს, არცერთ გემს ბლოკადა არ გაუვლია.

იტვირთბა....