რუსული მხარის მიერ ოდესაში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა.
„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა ქალაქის მერმა სერგეი ლისაკმა.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც.
როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ობიექტზეც.
სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

