აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში იურიდიული მრჩევლები მიგრანტებს თავშესაფრის მისაღებად საკუთარი თავის გეებად წარმოჩენაში ეხმარებიან – “ბიბისი“

დიდ ბრიტანეთში იურიდიული მრჩევლები მიგრანტებს თავშესაფრის მისაღებად საკუთარი თავის გეებად წარმოჩენაში ეხმარებიან, – ამის შესახებ „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.

როგორც „ბიბისის“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, დიდ ბრიტანეთში გამოვლენილია არაერთი იურიდიული ფირმა, რომელიც მიგრანტებს სთავაზობს, ანაზღაურების სანაცვლოდ, დიდ ბრიტანეთში დარჩენის უფლების მისაღებად საკუთარი თავი გეებად წარმოაჩინონ.

გამოძიების მიხედვით, აღნიშნული ფირმები მიგრანტებს, რომლებსაც ვიზებზე ვადა ეწურებათ, სთავაზობენ გამოგონილ ისტორიას, ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოიპოვონ გაყალბებული მტკიცებულებები, მათ შორის სარეკომენდაციო წერილები, ფოტოები და სამედიცინო ანგარიშები.

„ამის შემდეგ მიგრანტები, გაყალბებული საბუთების საფუძველზე, მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, ამტკიცებენ, რომ გეები არიან და რომ პაკისტანსა და ბანგლადეშში საფრთხე ემუქრებათ“, – ნათქვამია „ბიბისის“ მასალაში.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ყალბი დოკუმენტაციის მოსამზადებლად მიგრანტებს 4 500-დან 7 000-მდე გირვანქა სტერლინგამდე თანხას სთხოვდნენ. ერთ-ერთი იურიდიული ფირმის წარმომადგენელმა გამომძიებელ რეპორტიორებს უთხრა, რომ მიგრანტებს დიდ ბრიტანეთში დასარჩენად ყალბი განაცხადების მომზადებაში 17 წელია, ეხმარება.

„ბიბისის“ გამოძიებას უკვე გამოეხმაურნენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ ნებისმიერი პირი, ვინც თავშესაფრის მიღების სისტემას ბოროტად იყენებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

იტვირთბა....