აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სლოვაკეთში გააპროტესტეს რობერტ ფიცოს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მყოფი მოქალაქეები ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

სლოვაკეთში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ინიციატივა გააპროტესტეს, რომელიც უცხოეთში მყოფ სლოვაკეთის მოქალაქეებს ფოსტის საშუალებით არჩევნებში ხმის მიცემას უკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია ბრატისლავასა და სლოვაკეთის სხვა ქალაქებში გაიმართა.

როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, სლოვაკეთის მთავრობის ინიციატივა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები პროევროპელი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცესის გართულებას.

საპასუხოდ სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმება მიმართულია საარჩევნო თაღლითობისა და მანიპულაციების პრევენციისკენ.

რობერტ ფიცოს ინიციატივა თუ დამტკიცდება, საზღვარგარეთ მყოფ სლოვაკეთის მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება მხოლოდ უცხო ქვეყნებში განლაგებულ სლოვაკეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ექნებათ.

ცნობისთვის, 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოსტის საშუალებით საკუთარი არჩევანი სლოვაკეთის 59 000-მა მოქალაქემ გააკეთა, ამ ხმების 80% კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს.

იტვირთბა....