aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ იგვიანებს სამების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებული ექსპერტიზა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა იოანეს განცხადებით, სამების ტაძარში გაჩენილი ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის.

როგორც 2030.news-ს მამა იოანემ განუცხადა, ხანძრის შემდეგ ტაძარში ექსპერტიზას შსს-ს წარმომადგენლები ატარებდნენ.

„ექსპერტიზის პასუხი თუ არ ვცდები 1 აპრილს უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ არის. მე და ერთ-ერთი მოძღვარი, რომელიც ხანძრის დროს ტაძარში ვიმყოფებოდით სამართალდამცავებმა დაგვკითხეს. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ რაც ვიცოდით, თუ რა დროს გაჩნდა ხანძარი, ტაძარში სად რა იყო განლაგებული. ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით ველოდებით ექსპერტიზის პასუხს“, – განაცხადა მამა იოანემ.

სამების საკათედრო ტაძარში ცეცხლი 20 მარტს გაჩნდა, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც  1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

იტვირთბა....