აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალიასთან თავდაცვის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალიასთან თავდაცვის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა.

გიდეონ საარმა აღნიშნა, იტალიასთან „ასეთი შეთანხმება საერთოდ არ არსებობდა“.

„არსებობს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც არასდროს შეიცავდა რაიმე რეალურ შინაარსს. ისრაელის უსაფრთხოებას ამით ზიანი არ მიადგება“, – განაცხადა გიდეონ საარმა.

მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ისრაელთან თავდაცვის ხელშეკრულების ავტომატური განახლების შეჩერება, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს და რომლის განახლებაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. მისი თქმით, შეთანხმება სამხედრო მასალის გაცვლასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავდა.

იტვირთბა....