აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება აღადგინა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები სრულად ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.
ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით მიიღო.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბრძანება 12 მარტს გამოსცა, რომლითაც 30-დღიანი შეღავათი გასცა ქვეყნებისთვის, რათა ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.
აშშ-ის მიერ გაცემული შეღავათების ვადა გასულ შაბათ-კვირას ოფიციალურად ამოიწურა, ხოლო ხაზინის დეპარტამენტს ვადის გახანგრძლივების შესახებ ახალი ბრძანება არ გაუცია.

