აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს და ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭეს

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის” (PMI)  სტატუსი მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის კაბელი ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებს და დაჩქარებული ნებართვის გაცემით ისარგებლებს.

პროექტი ანაკლიასა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის 1155-კილომეტრიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს.

ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის” სტატუსი სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა.

იტვირთბა....