ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია და თუ ომი გაგრძელდება, ის ამ შესაძლებლობებს გამოავლენს, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ გამოვავლენთ ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა შესახებაც მტერს წარმოდგენაც არ აქვს“, – აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის, ჰოსეინ მოჰების განცხადებით, ირანი გამოიყენებს ომის „თანამედროვე“ მეთოდებს, რომელთა წინააღმდეგობის გაწევისთვის „მტერს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები ექნება“.

