აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა – New York Times

ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა, – ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შაბათ-კვირას პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა ურანის გამდიდრების საკითხი განიხილეს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევისგან შორს არიან.

წყაროების განცხადებით, ორშაბათს ირანმა აშშ-ს ოფიციალური წინადადება გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ურანის გამდიდრების შეჩერებას მხოლოდ 5 წლით დათანხმდება.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანის წინადადებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა.

ასევე, მისი თქმით, ირანი მაღალგამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს.

ცნობისთვის, მანამდე, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა.

იტვირთბა....