აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შორის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
აშშ-ში ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი და ლიბანის ელჩი ნადა ჰამადე მოავადი სახელმწიფო დეპარტამენტში მოლაპარაკებებს დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე გამართავენ.
მოლაპარაკებების მიზანია სამხრეთ ლიბანში კონფლიქტის დასრულება, სადაც ისრაელი ჰეზბოლას პოზიციებს ურტყამს, რის გამოც ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებულია, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმებს 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 6 500-ზე მეტი დაშავდა.
გუშინ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ნაიმ კასემმა ლიბანს მოუწოდა, ისრაელთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს. დაჯგუფება ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების იდეას არ ეთნხმება.

