აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაბლოკვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ახორციელებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანის ხელისუფლება, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით, ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს.

ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ირანელები „ეკონომიკურ ტერორიზმში ჩაერთვებიან“, აშშ დაიცავს პრინციპს, რომ „ირანული გემებიც არ გავიდნენ იქიდან“.

მან ირანთან შაბათ-კვირას გამართულ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდ პროგრესს მიაღწიეს.

„ბურთი ირანის მოედანზეა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი მოქნილი უნდა იყოს და მიიღოს აშშ-ის მიერ მოთხოვნილი „კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები“ – აშშ-ის კონტროლი ირანის გამდიდრებულ ურანზე და შემოწმების მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის.

იტვირთბა....