“ეს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა არ შეიძლება იყოს” – ამ სიტყვებით ეხმიანება კაია კალასი ევროპისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსამართლობა უწოდა ალიანსის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც ამბობენ, რომ ევროპა ირანის წინააღმდეგ ომში საკმარისს არ აკეთებს.
კალასმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არ დადგნენ ევროპის მხარეს, როდესაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
“ჩემი გზავნილი ასევე არის ის, რომ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა. ჩვენ აქ, რეგიონში, ხშირად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ, მაგალითად, ირანთან დაკავშირებით. მაგრამ ჩემი საპასუხო კითხვაა: აკეთებთ თუ არა თქვენ საკმარისს რუსეთთან დაკავშირებით?, “- განაცხადა კალასმა.
კალასმა ამავე განცხადებით ისრაელს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ლიბანის დაბომბვები.
“ჩვენ უნდა ვნახოთ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის სრული იმპლემენტაცია. ისრაელმა უნდა შეწყვიტოს დაბომბვები და ჰეზბოლამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები,” – განაცხადა კალასმა.

