უკარინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა დარტყმები აღდგომის შემდეგაც არ განაახლოს.
„უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. ჩვენ წელს შევთავაზეთ ცეცხლის შეწყვეტა სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში და შესაბამისი მოქმედებისთვისაც მზად ვართ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, რუსეთს კი აქვს შანსი, აღდგომის შემდეგაც არ განაახლოს დარტყმები“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა – “2026 წლის 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დასრულებამდე ცეცხლის შეწყვეტა ცხადდება” – ნათქვამია ინფორმაციაში.

