ქუვეითი და საუდის არაბეთი ირანს და მის მარიონეტულ ძალებს თავდასხმებში ადანაშაულებენ.
ქუვეითის საგარეო უწყების თქმით, დრონებით შეტევებმა ქუვეითის რამდენიმე ობიექტი დააზიანა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო კი ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ირანის ბოლო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი დაზიანდა.
ამ მილსადენით ნავთობი წითელ ზღვამდე მიდის და გვერდს უვლის ჰორმუზის სრუტეს, რომელსაც ირანი კვლავ აკონტროლებს.
ქუვეითის განცხადების შემდეგ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გავრცელებულ განცხადებაში უარყო, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები განახორციელა.
„მედიაში გავრცელებული ეს ცნობები თუ სიმართლეა, უდავოდ ეს სიონისტური მტრის ან ამერიკის ქმედებებია“, – აცხადებენ თეირანში.

