აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა უკრაინასთან “სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა

პუტინმა უკრაინასთან „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა , რომელმაც უნდა გასტანოს 11 აპრილის დღის 4 საათიდან [მოსკოვის დროით] 12 აპრილის ბოლომდე.

კრემლის განცხადების თანახმად, თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს, მიეცა მითითება, რომ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით შეაჩეროს საომარი მოქმედებები. „გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ უკრაინის მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მისდევს“.

7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს“. მისი თქმით, ამის შესახებ უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.

იტვირთბა....