ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიის მთავრობა სოციალურ ქსელებში პირად ინფორმაციაზე წვდომას მოითხოვს

სოციალური ქსელების მონაცემებისადმი წვდომას მოითხოვს ბელგიის ხელისუფლება. ბელგიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  სამართალდამცავ ორგანოებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  უნდა ჰქონდეთ საშუალება, ადვილად მიიღონ სოციალური ქსელების მომხმარებელთა მონაცემები.

მისი განმარტებით, მარტის თვეში, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების დაგეგმვისას, ტერორისტები   მოლაპარაკებებისთვის ისეთ სოციალურ ქსელებს იყენებდნენ, როგორიცაა Viber, WhatsApp, Twitter, Skype და Facebok.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიუროს თანამშრომლობა სოციალურ ქსელებთან.

CNN

იტვირთბა....