თბილისში, ორთაჭალის სადგურში ავტობუსებისა და მიკროავტობუსის მძღოლები კომპანია „მეტრო პლიუსის“ შიდა სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „მეტრო პლიუსი“ თურქული კომპანიაა, რომლის ბაზარზე შემოსვლითაც ისინი სამუშაოს კარგევენ. მათივე თქმით , კომპანია საქართველოს რეგიონებში მგზავრობის ფასებს ხელოვნურად წევს, რაც მათ მომხმარებლის დაკარგვას იწვევს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ”მეტროს” ავტობუსს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით გზა გადაუღობეს და გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პატრულის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინეს, რის შემდეგაც ერთი პირი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
მძღოლების ბრალდებებს უარყოფს კომპანია „მეტრო პლიუსი“.