ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ვონსანის რაიონიდან აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით დაუდგენელი ტიპის მოკლე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 240 კმ მანძილზე იფრინეს.
ასევე, მათივე თქმით, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდანაც გაუშვა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება პროვოკაციას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს.

