აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-სა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მივესალმები” – ანტონიო კოშტა

აშშ-სა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მივესალმები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით შეთანხმების პირობები დაიცვან. ევროკავშირი მზად არის მიმდინარე ძალისხმევას მხარი დაუჭიროს და რეგიონში პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში რჩება“, – წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობისთვის პაკისტანსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა სხვა მხარეს მადლობას უხდის.

იტვირთბა....