აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანთან დაკავშირებული ჰაკერები ბოლო კვირების განმავლობაში წარმატებით დაესხნენ თავს და შეფერხებები გამოიწვიეს აშშ-ის ნავთობის, გაზისა და წყლის რამდენიმე ობიექტის მუშაობაში – “სიენენი”

ირანთან დაკავშირებული ჰაკერები ბოლო კვირების განმავლობაში წარმატებით დაესხნენ თავს და შეფერხებები გამოიწვიეს აშშ-ის ნავთობის, გაზისა და წყლის რამდენიმე ობიექტის მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ფედერალურ საკონსულტაციო მასალებზე და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაკერულმა შეტევებმა ობიექტებზე ზოგიერთი სამრეწველო პროცესის გათიშვა გამოიწვია, რამაც ისინი აიძულა, ხელით მუშაობაზე გადასულიყვნენ.

ფედერალური საკონსულტაციო სამსახურის ცნობით, ამ შეფერხებამ ზოგიერთ ობიექტს ფინანსური ზარალი მიაყენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰაკერებმა სცადეს განადგურებელი მავნე პროგრამების, გამოყენება კომპანიებიდან მონაცემების წასაშლელად, თუმცა გაურკვეველია, წარმატებას მიაღწიეს თუ არა მათ.

„მთავრობა და ექსპერტები წლების განმავლობაში საუბრობდნენ საფრთხეზე ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემების და მათი დაუცველობის შესახებ“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

იტვირთბა....