ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მხოლოდ ორი კვირით მოქმედებს და ჯერ ნაადრევია იმის დადგენა, ნამდვილად დასრულდა თუ არა ომი.
მისი თქმით, მსოფლიო კატასტროფასთან ძალიან ახლოს მივიდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანული ცივილიზაციის განადგურებით დაიმუქრა.
„როდესაც სამხედრო ზესახელმწიფოს ლიდერი ასე იმუქრება, მე ამ მუქარას სერიოზულად აღვიქვამ. ვსაუბრობთ კაცობრიობისთვის წარმოუდგენელ რამეზე, რაც წარმოუდგენელ ესკალაციას გამოიწვევდა“ – აღნიშნა ალბარესმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას“ იმედისა და სიხარულის დღე“ მოაქვს, ის მხოლოდ ორ კვირას გრძელდება, მხარეებს შორის კი დიდი განსხვავებებია.
„ეს მხოლოდ ორი კვირაა, არც ისე დიდი დრო და ორივე მხარე ერთმანეთისგან შორს არის. ჯერ კიდევ შორს ვართ იმის მიღწევისგან, რაც გვინდა. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ არა საბოლოო“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

