აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანი და აშშ, მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანში” – პაკისტანის პრემიერი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს და დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„დიდი თავმდაბლობით, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან, დაუყოვნებლივ ამოქმედებით“, – განაცხადა შარიფმა.

შარიფმა ირანისა და აშშ-ს დელეგაციები ყველა დავის მოსაგვარებლად შემდგომი მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება და გვსურს, უახლოეს დღეებში მეტი კარგი ამბავი გავუზიაროთ ერთმანეთს!“ – აღნიშნა ეჰბაზ შარიფმა.

იტვირთბა....