aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მერიის თანამშრომლები ფიზიკურად გამისწორდნენ“: “ნაცმოძრაობის” აქტივისტი ამბობს, რომ სცემეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გვიან ღამით რუსთავში სცემეს. მამუკა აბულაძის თქმით, მას საკუთარ ბართან ქალაქის მერიის 8 მაღალჩინოსანი  თავს დაესხა. ის მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

თავდამსხმელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათ ბარში შესვლაც სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება ბარის თანამშრომლებმა არ მისცეს.

„8 ადამიანი, მერიის თანამშრობლები, მაღალი თანამდებობის პირები, მომვარდნენ, დაზუსტებით ვიცი, რომ არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდნენ, ჯერ სიტყვეირი შეურაცხყოფა იყო, შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ, შემომივარდნენ კერძო დაწესებულებაში მუქარის შემცველი სიტყვებით:  თქვენი ბოგინი მალე უნდა დამთავრდეს, დაახლოებით ასეთი სიტყვებით“- განაცხადა მამუკა აბულაძემ.

მომხდარზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსთავის მერიაში. მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში გადაამოწმებენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

 

იტვირთბა....