აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იორდანიამ ირანის სამი რაკეტა გაანადგურა

იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხშაბათს გამთენიისას ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

ცნობისათვის, მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იერიშები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათი თქმით, ბაზაზე ამერიკული MQ-9-ის ტიპის დრონები გაანადგურეს.

იტვირთბა....