,,გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა”, – ამის შესახებ გაზეთ ,,პრაიმტაიმთან” ლელა კაკულიამ განაცხადა:
,, გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა, უკვე მოსულია პოლიტიკაში, თუმცა ჯერჯერობით ასე აქტუალურად არ ჩანს და შეიძლება ვერც მიხვდეთ, ვინაა. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ის ძალიან ძლიერი, მებრძოლი და სულგრძელი პიროვნებაა. ისეთია, საქართველოს რომ სჭირდება.
– რადგან ახლა პოლიტიკაშია, ესე იგი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია?
– დიახ, ასეა. მაგრამ ის ცალკე პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ის საქართველოს გააბრწყინებს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელ ფერებში ვხედავ, ის გაძლიერდება, გამდიდრდება და დაკარგულ ტერიტორიებსაც შემოიერთებს.“ – აცხადებს კაკულია.