ახალი ამბები პოლიტიკა

კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა .

სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისადმი მხარდაჭერა.

იტვირთბა....